დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან.
"4 მშობელი ვიღებთ მონაწილეობას შეხვედრაში. მოულოდნელად ჩაინიშნა შეხვედრა. ჯერ წინასწარ პროგნოზი გვიჭირს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბავშვების სასიკეთოდ წარიმართება. ჩვენ დრო არ გვაქვს. გვინდა, გვჯეროდეს, რომ პატრიარქი ჩვენი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ შეხვედრიდან გახარებულები გამოვალთ“, - აღნიშნავს თამარ გოგალაძე.