ავტორი:

გარდაიცვალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები, დათა ვანიშვილის ცოლი, ვალია ვანიშვილი

გარდაიცვალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები, დათა ვანიშვილის ცოლი, ვალია ვანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • ვალია ვანიშვილი დათა ვანიშვილის მეუღლე იყო და ოჯახი 2008 წლის შემდგომ, საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა ცხოვრობდა.

გარდაცვალებამდე, 2021 წლამდე, 80 წელს გადაცილებული დათა ვანიშვილი მავთულხლართების მეორე მხრიდან აქტიურად აკეთებდა განცხადებებს და ხშირად ინტერვიუს აძლევდა ქართველ თუ უცხოელ რეპორტიორებს.

ოკუპაციის სიმძიმეზე ესაუბრებოდა საოკუპაციო ხაზთან მისული სხვადასხვა დელეგაციების წევრებსაც.