ავტორი:

ავარია "ბოლო ზარის" აღნიშვნისას: კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა (ფოტოები)

ავარია "ბოლო ზარის" აღნიშვნისას: კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა (ფოტოები)

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ.

დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც. შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა.

  • თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კირამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მოსწავლე. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

ფოტოები: ნათია წითელაური