თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ.
დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც. შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა.
ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული.
პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მოსწავლე. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ფოტოები: ნათია წითელაური



