წინანდლის მამული მაისში კულტურულ ღონისძიებათა სერიას — „ვარდობისთვეს“ მასპინძლობს, რომლის განსაკუთრებული ნაწილია ქართული ნაციონალური ბალეტის — „სუხიშვილების“ თემატური კონცერტები. ღონისძიებების სპონსორი კომპანია სილქნეტია.
სამდღიანი პროგრამა წინანდლის მამულის ამფითეატრში გაიმართება, რომელიც სრულიად განსხვავებულ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს გააერთიანებს და ანსამბლის სხვადასხვა ეპოქასა და შემოქმედებით პერიოდს წარმოაჩენს:
საფესტივალო დღეებს კონცერტებით „სუხიშვილების“ უმცროსი თაობაც შეუერთდება.
წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეში კი წარმოდგენილი იქნება ანსამბლის 80-წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტომასალა, საარქივო ექსპონატები და საცეკვაო კოსტიუმები.
სილქ ჰოსფითალითის, წინანდლის მამულისა და სილქნეტის თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება და გამოფენა გამართულა. სწორედ ისტორიულ მამულში ტარდება ყოველწლიურად წინანდლის ფესტივალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში.
R