ავტორი:

რუსების თავდასხმას 17 და 12 წლის დები ემსხვერპლნენ - "გოგონები დაღუპული სამხედროს ქალიშვილები იყვნენ"

რუსების თავდასხმას 17 და 12 წლის დები ემსხვერპლნენ - "გოგონები დაღუპული სამხედროს ქალიშვილები იყვნენ"

კიევში თავდასხმის შედეგად დაღუპულ 17 წლის ვერა და 12 წლის ლიუბავა იაკოვლევებს დაემშვიდობნენ. რუსული რაკეტა დარნიცკის რაიონში სახლს მოხვდა, სადაც დები ცხოვრობდნენ.

  • გოგონები სამი წლის წინ, ლუჰანსკის რეგიონში დაღუპული სამხედროს, ევგენი იაკოვლევის ქალიშვილები იყვნენ.

გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მოვიდნენ კლასელები, ლიცეუმის წარმომადგენლები და მათი მამის პობრატიმი.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა 14 მაისს კიევს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დარნიცკის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ხალხი მოყვა. დაიღუპა 2 და დაშავდა 40-მდე ადამიანი.