ოკუპირებულ აფხაზეთში, აინარ წვიჟბა დამნაშავედ იქნა ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობაში. ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ მას სასჯელის სახით 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც მან მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს, - იტყობინება ე.წ. გენერალური პროკურატურა.
გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 28 ივლისს, ქალაქ გალში, 1988 წელს დაბადებულ აინარ წვიჟბასა და 1995 წელს დაბადებულ ნათია ბახტაძეს შორის Lexus GX 470 მარკის ავტომობილში კონფლიქტი მოხდა. მამაკაცმა გოგონას თავის არეში სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. ამის შემდეგ, მან ქალის ცხედარი ვარდნილჰეს 3-თან მიიტანა და მდინარე ენგურში გადააგდო. ჩატარებული სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ცხედრის პოვნა ვერ მოხერხდა.
სისხლის სამართლის საქმე გალის რაიონის პროკურატურამ დაკარგული გოგონას დედის მიმართვის საფუძველზე აღძრა.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. სასამართლომ ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის სამოქალაქო სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. წყარო