სინოპტიკოსების ცნობით, 20 მაისსს ქვეყნის უმეტეს ნაწილში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა დედაქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი.
გთავაზობთ ამინდის პროგნოზს რეგიონების მიხედვით:
დედაქალაქში 20 მაისს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ რეგიონების დიდ ნაწილში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი:
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა: +18, +20 გრადუსი.
დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): აქაც სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ტემპერატურა: +20, +22 გრადუსი.
მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ნალექი ელჭექით. ტემპერატურა: +18, +20 გრადუსი.
მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით ჰაერი +13, +15 გრადუსამდე გათბება.
არამდგრადი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც:
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით დაფიქსირდება +20, +22 გრადუსი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): რეგიონში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ელიან. ტემპერატურა: +21, +23 გრადუსი.
მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა: +15, +17 გრადუსი.
მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი იქნება.