ავტორი:

ცეცხლოვანი ზეიმი, ათასობით ფანი ლონდონის ქუჩებში და ნანატრი ტიტული - "არსენალი" 22-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგის ჩემპიონია (ფოტოები)

ცეცხლოვანი ზეიმი, ათასობით ფანი ლონდონის ქუჩებში და ნანატრი ტიტული - "არსენალი" 22-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგის ჩემპიონია (ფოტოები)

22-წლიანი პაუზის შემდეგ ლონდონის "არსენალი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონის ტიტული ლონდონურმა კლუბმა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმა.

ოცდამეჩვიდმეტე ტურში "მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად "ბორნმუთთან“ ფრე (1:1) ითამაშა, რის გამოც მანჩესტერულმა კლუბმა გაჩემპიონების შანსი დაკარგა.

არსენალის ფეხბურთელების რეაქცია, როცა ბორნმუთი-სიტის მატჩში საფინალო სასტვენის ხმა გაისმა

  • 24 მაისს, ბოლო ტურში "არსენალი" სტუმრად "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება, თუმცა ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს და მშვიდად შეუძლია პსჟ-სთან 30 მაისს ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოემზადოს.

"არსენალის ქომაგები ნანატრი ტიტულის მოგებას ლონდონის ქუჩებში ფეხბურთელებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ლონდონში "ემირეითს სთედიუმთან" ათასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი.

"ენდეთ პროცესს" (Trust the process_ ეს არსენალის მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას სიტყვებია - როდესაც კლუბში მოღვაწეობა დაიწყო, მან სწორედ ამ სიტყვებით მიმართა გულშემატკივარს - საბოლოოდ მიკელ არტეტას მუშაობამ შედეგი გამოიღო და კლუბს 22 წლის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული პეპ გვარდიოლა ამ კლუბში ათწლიანი მუშაობის შემდეგ, პოსტს ტოვებს.