ავტორი:

საქართველოში რუსეთის მოქალაქე დააკავეს: ამოღებულია დიდძალი ნარკოტიკული ნივთიერება - დანაშაულის დეტალები

საქართველოში რუსეთის მოქალაქე დააკავეს: ამოღებულია დიდძალი ნარკოტიკული ნივთიერება -  დანაშაულის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

"სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებული მამაკაცის პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "კოკაინი" და "მეთადონი".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.