ავტორი:

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოდან რუსეთში ანტიკვარული იარაღის შეტანას ცდილობდა - რა ხდება ცნობილი?

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოდან რუსეთში ანტიკვარული იარაღის შეტანას ცდილობდა - რა ხდება ცნობილი?

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვრის გავლით რუსეთში 2 მილიონი რუბლის ღირებულების ანტიკვარული იარაღის შეტანას ცდილობდა, - - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური ავრცელებს.

განცხადების თანხამდე, ჩრდილოეთ ოსეთის მებაჟეებმა, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, საქართველოდან ჩასულ ავტომობილში XIX-XX საუკუნეების ცივი იარაღი აღმოაჩინეს. მანქანას რუსეთის 40 წლის მოქალაქე მართავდა.

ინსპექტორებმა სპორტული უნივერსალის ტიპის ავტომობილის სალონში, პირად ნივთებს შორის, ჩანთებსა და პაკეტებში დამალული 47 ნივთი იპოვეს: ხმლები, ხანჯლები, შაშხანის შუბები, დაშნები და რიტუალური დანები. აღნიშნული ნივთები, ძირითადად, ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიის ქვეყნებში, ევროპაში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე ინდოეთსა და იაპონიაშია დამზადებული. ამოღებული პარტიის ღირებულება 2 მილიონ რუბლად არის შეფასებული. მძღოლმა განმარტა, რომ ანტიკვარიატი პირადი კოლექციისთვის შეიძინა. თუმცა, მას ნივთების გადასატანად საჭირო ნებართვები არ აღმოაჩნდა.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ამოღებული ნივთები კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს.

ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 226.1 მუხლის პირველი ნაწილით (კულტურული ფასეულობების დიდი ოდენობით უკანონო გადატანა საბაჟო საზღვარზე) აღიძრა. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით ან ჯარიმას 1 მილიონი რუბლის ოდენობით. გამოძიება გრძელდება. წყარო