ავტორი:

19-21 ივნისს, ZEG Storytelling Festival ჩატარდება

19-21 ივნისს, ZEG Storytelling Festival ჩატარდება

21 მაისს, 12:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება პრესკონფერენცია ZEG Storytelling Festival-თან დაკავშირებით, სადაც ორგანიზატორები და მხარდამჭერები პროგრამის დეტალებისა და მომხსენებლების შესახებ ისაუბრებენ.

ZEG Storytelling Festival - ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც 2019 წელს დაარსდა და წელს მეექვსედ ტარდება.

ZEG ფესტივალი 19-21 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, საგანმანათლებლო ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 100-ზე მეტ წამყვან პროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, Tegeta, Volvo, Coca-Cola, AI Collaborative, The European Union, OHCHR, Embassy of the Kingdom of the Netherlands to Georgia, Embassy of the Federal Republic of Germany Tbilisi, betsson.sport, Adjara Group, Honore, BPN, TKT.GE.

ბილეთები: https://www.zegfest.com/tickets

*თიბისი კონცეპტის ნებისმიერ სადებეტო ბარათზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

მეტი ინფორმაცია აქ: https://www.zegfest.com

სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up

მოგვძებნეთ სოციალურ ქსელში: Facebook, Instagram, LinkedIn, X, YouTube, TikTok

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, IV სართული.

R