ავტორი:

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს "ვეფხისტყაოსანი" თამაშით?

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს "ვეფხისტყაოსანი" თამაშით?

ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვებისთვის დიდი ხნით ერთ საქმეზე კონცენტრირება სულ უფრო რთულდება, რადგან მიეჩვივნენ სწრაფად ცვალებადი კონტენტის ყურებას, ინფორმაციის დინამიკურ რეჟიმში მიღებას, გართობის საშუალებებზე მარტივად ხელმისაწვდომობას. შედეგად, ვრცელი ტექსტების კითხვა და მათი დამახსოვრება სულ უფრო და უფრო უჭირთ.

სწორედ ამიტომ, „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა, რომელიც ყველა ქართველის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, მათთვის რთულია და ხანდახან დაუძლეველადაც კი ეჩვენებათ. მოზარდებისთვის განსაკუთრებით დისკომფორტია საზეპიროების დამახსოვრება. ამ ბარიერის გადალახვა კი შესაძლებელია, თუ ბავშვს „ვეფხისტყაოსანს“ უფრო სახალისო და მისთვის საინტერესო ფორმით შევთავაზებთ. ამაში კი დაგვეხმარება პოემის სპეციალური გამოცემა - „შაირობა (თამაში ბარათებით“), რომელიც აერთიანებს მოსახერხებელი ზომის წიგნსა და თამაშისთვის განკუთვნილ ბარათებს, რომლებიც მიხაი ზიჩის ნახატებით არის გაფორმებული.

როგორ დაეხმარება წიგნი ბავშვებს „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლაში?

ბავშვი თუ ზრდასრული ყველაზე კარგად მაშინ იმახსოვრებს და სწავლობს, როცა სრულად ერთვება პროცესში, მათ შორის ემოციურადაც. „ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა, რომელიც წიგნთან ერთად სამაგიდო თამაშს აერთიანებს, სწავლების სწორედ ამ მეთოდს ეფუძნება.

თამაშის მეშვეობით ბავშვებს ავიწყდებათ სირთულე, რომელიც ნაწარმოების შესწავლისას ჰქონდათ, რადგან აზარტი და ემოცია ძველ განწყობებს თითქმის სრულად აბათილებს. შაირების აწყობა, პერსონაჟებისა და სიტუაციების ამოცნობა, სიუჟეტისთვის თვალის მიდევნება თამაშის ნაწილია და, იმისათვის, რომ გაიმარჯვონ, ყველა აღნიშნული პირობა უნდა შეასრულონ. სწორედ ეს ქმნის აზარტსა და ჩართულობის სურვილს.

ამასთან, ცნობილი ფაქტია, რომ ვიზუალური და ასოციაციური მეხსიერებით ადამიანს არა მხოლოდ მოვლენების, არამედ დასწავლილი ინფორმაციის აღდგენაც შეუძლია. ბარათები და ილუსტრაციები მოზარდს ეხმარება, გონებაში გააცოცხლოს პერსონაჟები, იქნება ეს ავთანდილი, ტარიელი, თინათინი, ნესტანი თუ ასმათი და გაიხსენოს მათი თავგადასავლები, რომლებიც თამაშის მეშვეობით ღრმად იბეჭდება მეხსიერებაში.

თამაშით სწავლების დამატებითი უპირატესობაა სოციალური ინტერაქცია, რადგან მასში რამდენიმე ადამიანი ერთვება და ბუნებრივად ხდება სიუჟეტის განხილვა, ამა თუ იმ პერსონაჟის შეფასება. ბავშვები ერთობლივი ძალებით ხსნიან სიტყვების მნიშვნელობას, აკავშირებენ მოვლენებს და უფრო მარტივად და სწრაფად ამახსოვრდებათ პოემის ესა თუ ის ნაწილი.

„პალიტრა L“-ის ამ გამოცემის მეშვეობით, მოზარდი „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლას აღიქვამს არა ტვირთად, არამედ ცოცხალ, სასიამოვნო და სახალისო პროცესად, რომელიც მოუხსნის განცდას, რომ რთულ საქმეს შეეჭიდა. თამაში მას გაუღვიძებს ინტერესსა და სურვილს, ყველაზე კარგად შეასრულოს დავალებები და გაიმარჯვოს. საბოლოოდ კი, აღმოაჩენს, რომ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი სწრაფად და მარტივად გადალახა.

თამაშის ავტორია გიორგი გვიშიანი. ყუთში დაგხვდებათ: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით, „შაირობა“ - თამაში ბარათებით და თამაშის წესები. გამოცემა ხელმისაწვდომია როგორც „პალიტრა L“-ის ვებგვერდზე, ასევე „ბიბლუსსა“ და წიგნის მაღაზიებში.

ონლაინ შესაძენად მიჰყევით ბმულს.

R