კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე საპატრიარქოს ეზოში მომხდარი ინციდენტის დროს, როდესაც ავტომობილმა შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია, საპატრიარქოში არ იმყოფებოდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ზედაზნის მონასტერშია, სადაც ღირს იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა პარაკლისს აღასრულებს.
შსს-ს ცნობით, "ტოიოტა პრიუსის" მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
უცნობია, რა გახდა მომხდარის მოტივი.
პოლიციისა და სასულიერო პირების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.