ავტორი:

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი – ის, რაც 2024 წლიდან ქართულ მედიცინაში შეიცვალა

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი – ის, რაც 2024 წლიდან ქართულ მედიცინაში შეიცვალა

რამდენიმე წლის წინ, ვინც კავკასიაში ცხოვრობდა და პროსტატის კიბო, შარდის ბუშტის ან თირკმლის სიმსივნე ჰქონდა, საზღვარგარეთ მკურნალობას ირჩევდა. ეს გულისხმობდა დახარჯულ ათასობით ლარს ტრანსპორტზე, ოპერაციასა და საცხოვრებელ ხარჯებზე, ამ ყველაფრის გარდა, უცხო გარემოში რეაბილიტაციასაც.

2024 წლის 27 თებერვალს ვითარება შეიცვალა.

სწორედ ამ დღეს კავკასიის ისტორიაში პირველი რობოტული ოპერაცია ჩატარდა. ის პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა განახორციელა – ქირურგმა, რომლის სახელსაც საქართველოსა და კავკასიაში რობოტული ქირურგიის დანერგვა უკავშირდება. ორ წელიწადში “ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში” 300-ზე მეტი ასეთი ოპერაცია შესრულდა. მაშინ, როცა ევროპის ბევრ კლინიკაში წლიური 100-იანი მაჩვენებელი წარმატებულ პროგრამად ითვლება.

რობოტული ქირურგიისა და სხვა ტიპის ოპერაციის განსხვავება ყველაზე კარგად პრაქტიკულ მაგალითში ჩანს. ღია წესით ოპერაციის შემდეგ სრულ რეაბილიტაციას ხშირად ერთი-ორი თვე სჭირდება. რობოტული ჩარევის შემდეგ კი პაციენტი სამ-შვიდ დღეში ბრუნდება სახლში. ეს სხვაობა მხოლოდ ვადებში არ გამოიხატება.

ქირურგი ოპერაციას სპეციალური კონსოლიდან მართავს, სადაც 3D გამოსახულება ქსოვილებს, ნერვებს, სისხლძარღვებს 10-ჯერ გადიდებულად, ანუ გაცილებით მეტი დეტალებით, ათვალიერებს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ოპერაციაში შეიძლება. რობოტის „მკლავები" 360 გრადუსამდე ბრუნავს, ადამიანის ხელი კი ამ კუთხეებამდე ვერ მიაღწევს. სისტემა ასევე ფილტრავს ხელის ბუნებრივ კანკალს, ანუ ოპერაცია მილიმეტრულ სიზუსტეს ინარჩუნებს.

სისხლის დაკარგვა მინიმალურია, ტკივილი – გაცილებით ნაკლები. ონკოლოგიურ ოპერაციებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სიზუსტე განსაზღვრავს, რამდენად კარგად შეინარჩუნებს პაციენტი ოპერაციის შემდგომ ფუნქციებს.

ცენტრი, ძირითადად, ონკო-უროლოგიის მიმართულებით მუშაობს. პროსტატის კიბოს შემთხვევაში, რობოტული ნერვშემნახველი ტექნიკა ქირურგს საშუალებას აძლევს, სიმსივნე ამოიღოს ისე, რომ ერექციული ფუნქცია და შარდის შეკავება მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

შარდის ბუშტის ოპერაციებში მსოფლიოში ონკოუროლოგთა მხოლოდ 9% ასრულებს ისეთ ჩარევებს, სადაც რობოტული ქირურგიის გზით, ხელოვნური შარდის ბუშტი სხეულის შიგნით, ყოველგვარი გარე განაკვეთის გარეშე, ნაწლავის სეგმენტისგან იქმნება. ქარაზანაშვილის რობოტულმა ცენტრმა ეს ოპერაცია კავკასიაში პირველად ჩაატარა. თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში კი, გუნდი 7-8 სანტიმეტრამდე ზომის სიმსივნეებს ორგანოს შენარჩუნებით იღებს, რაც ერთდროულად კლინიკური გამოცდილებისა და ტექნიკის შედეგია.

ცენტრი გინეკოლოგიურ ოპერაციებსაც ახორციელებს, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩარევებს, სადაც 3D ხედვა ქირურგს ეხმარება, არ დაზიანდეს შარდსაწვეთები და მსხვილი სისხლძარღვები.

ცენტრი Toumai-ს რობოტს იყენებს – MicroPort-ის მიერ შექმნილ მეოთხე თაობის სისტემას. ამ სისტემის ერთ-ერთი მახასიათებელი ტაქტილური უკუკავშირია: ქირურგი, ვიზუალური ინფორმაციის გარდა, გრძნობს ქსოვილის სიმკვრივეს, რაც ოპერაციის დროს სიზუსტეს კიდევ უფრო ზრდის. 2025 წელს ამ სისტემით ჩატარდა ოპერაციები 5G კავშირის გამოყენებით, ათასობით კილომეტრის დისტანციაზე, რაც ტექნოლოგიის სანდოობას ადასტურებს.

პარალელურად, ცენტრი Focal One-ის ფოკალურ თერაპიასაც სთავაზობს – ეს ტექნოლოგია სიმსივნურ კერებს ქირურგიული ჩარევის გარეშე, მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერით ანადგურებს, ორგანო კი ხელუხლებელი რჩება.

ამ ყველაფრის უკან პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის ათწლეულების პრაქტიკაა. საუკეთესო უროლოგი საქართველოში ის გახდა ათასობით ღია, ლაპარასკოპული და ენდოსკოპური ოპერაციის შემდეგ. კლინიკის გამოცდილება წარდგენილი იყო ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე მადრიდში, მსოფლიო რობოტული ქირურგიის ასოციაციის კონგრესზე სტრასბურგში, ასევე ლონდონსა და ედინბურგში.

ცენტრს ასევე აქვს მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცის სისტემა, ტექნოლოგია, რომელიც პროსტატის სიმსივნეს ჩვეულებრივ ექოსკოპიაზე.

დღეს უროლოგიური ცენტრი თბილისში მხოლოდ ადგილობრივ პაციენტებს არ ემსახურება. ცენტრის პაციენტების 10-15% სხვა ქვეყნიდან ჩამოდის – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ნიდერლანდებიდან, შეერთებული შტატებიდანაც კი.

“ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრს” თბილისში ორი ფილიალი აქვს, ასევე ჰაბის ნაწილია ფილიალები ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. სწორედ აქაა შესაძლებელი კონსულტაციაზე მისვლა.

R