ავტორი:

საქართველოს ნაკრების წევრი, სინდისის პატიმრის ქალიშვილი და ცნობილი ჟურნალისტების შვილები - ვისთვის დაირეკა დღეს "ბოლო ზარი"?

საქართველოს ნაკრების წევრი, სინდისის პატიმრის ქალიშვილი და ცნობილი ჟურნალისტების შვილები - ვისთვის დაირეკა დღეს "ბოლო ზარი"?

დღეს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

როგორც ირკვევა, სკოლა დაასრულა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა საბა ხარებაშვილმა.

"დღეს სკოლას ამთავრებ და 5 დღეში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე შედიხარ. 17 წლის საბა ხარებაშვილს კარგი დღე აქვს", - წერს "geo team"-ი.

სკოლა დაამთავრა ცნობილი ტელეწამყვანის მერაბ მეტრეველის ვაჟმა ლუკამ.

"დადგა დღე, როდესაც მეც უნდა დავწერო:

როდის გაირბინა ამ დრომ? დღეიდან აბიტურიენტ!" - წერს მერაბ მეტრეველი.

ბოლო ზარი დაირეკა დღეს ცნობილი წყვილის, სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ქალიშვილისთვისაც:

"ყველა მამა მოვიდა… მამაჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს“, - პერანგზე ამ წარწერით მივიდა "ბოლო ზარზე" სინდისის პატიმრის გიორგი ტერიშვილის შვილი მარიამი.

შეგახსენებთ, გიორგი ტერიშვილი 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დააკავეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

წელსვე დაასრულა სკოლა რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, პიარის სპეციალისტის, ანა მარშანიას ქალიშვილმა ნატალიამ.

"შენ, ყველაზე გონიერი, მზრუნველი, ჭკვიანი, კეთილი, ნიჭიერი და ლამაზი ხარ...

დაბადების წუთებიდან გვაოცებ და გვახარებ.

ბედნიერებაა შენთან გატარებული თითოეული წამი.

შენი მშობლობა პატივია. მადლობა ჩვენი ურთიერთობისთვის გვიგულე მუდამ შენს მხარდამჭერად სულ წინ და წინ იარე, ჩვენო საოცარო შვილო", - წერს ანა.

  • ambebi ge ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და დიდ წარმატებას უსურვებს!