უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებსა და ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ერთობლივი სიმძლავრე, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა, წელიწადში 83 მილიონ ტონას შეადგენს,რაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით მეოთხედია.
რუსეთის საწვავის წარმოებაში ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წვლილი 30%-ზე მეტს შეადგენს ბენზინისთვის და დაახლოებით 25%-ს დიზელისთვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთი იძულებული გახდა ნავთობის მოპოვება შეემცირებინა, რამაც ზეწოლა გაზარდა რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე, რომლის შემოსავლების დაახლოებით მეოთხედს ნავთობისა და გაზისგან მიღებული გადასახადები შეადგენს.
წყაროების ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ქალაქ კირიშიში მდებარეობს,5 მაისიდან სრულად გაჩერებულია. დარტყმების ქვეშ ასევე მოყვნენ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე, ასევე ქარხნები ნიჟნი-ნოვგოროდში, რიაზანსა და იაროსლავლში.