ავტორი:

შსს ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

შსს ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩოხატაურის რაიონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, მოკლული 35 წლამდე ასაკის მამაკაცია.

  • "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: