ავტორი:

ქართველმა ასტრონომებმა დაადგინეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი თარიღი, 319 წლის მაისი - "ამ დასკვნის შესახებ ბევრმა არ იცის"

ქართველმა ასტრონომებმა დაადგინეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი თარიღი, 319 წლის მაისი - "ამ დასკვნის შესახებ ბევრმა არ იცის"

ქართველმა ასტრონომებმა დაადგინეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი თარიღი, 319 წლის მაისი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ავრცელებს.

"მზის დაბნელებები, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენები, როგორიცაა მაგალითად ცნობილი კომეტების, ან ზეახლების შესახებ შემონახული ცნობები, გამოიყენება ისტორიული თარიღების დასადგენად.

  • არსებობს მზის სრული დაბნელება, რომლის საშუალებითაც ქართველმა ასტრონომმა, მარინა გიგოლაშვილმა და მისმა თანაავტორებმა, როლან კილაძემ, ვასილ კუხიანიძემ და გიორგი რამიშვილმა, დაადგინეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი თარიღი, 319 წლის მაისი.

რადგან ჩვენ გვაქვს ისტორიული წყაროები, პირველ რიგში მოქცევაი ქართლისაი, რომელიც მოგვითხრობს, რომ მეფე მირიანმა, თხოთის მთაზე ნადირობისას მზის დაბნელების ხილვის შემდეგ გამოაცხადა ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად, ამ ცნობაზე დაყრდნობით, მარინა გიგოლაშვილმა გადასინჯა მეოთხე საუკუნეში მომხდარი მზის დაბნელებების შესახებ არსებული ნასას განახლებული მონაცემთა ბაზა და დაადგინა, რომ "მეფე მირიანის მზის დაბნელებას" შეესაბამება სწორედ 319 წლის 6 მაისის დაბნელება.

სამწუხაროდ, ქართველი მეცნიერების ამ დასკვნის შესახებ ბევრმა არ იცის. აქ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი რუკები. ლურჯი ხაზებით მოცემულია მზის სრული დაბნელების საზღვრები, ხოლო წითელი შეესაბამება დაბნელების ზოლის შუა ხაზს" - ნათქვამია ინფორმაციაში.