ავტორი:

“აშშ-ის კვალდაკვალ, რუსულ ნავთობზე სანქციები ბრიტანეთმაც შეამსუბუქა“ - BBC

“აშშ-ის კვალდაკვალ, რუსულ ნავთობზე სანქციები ბრიტანეთმაც შეამსუბუქა“ - BBC

“აშშ-მა კრემლის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და მსოფლიოს ნავთობის 13% და გაზის 17% დააკლო. ფასების ზრდის შესაკავებლად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მესამე ქვეყნებს - უპირველეს ყოვლისა ინდოეთსა და ჩინეთს - რუსული ნავთობის ყიდვის ნება დართო,“ - ამის შესახებ BBC წერს.

  • გამოცემის ინფორმაციით, ორშაბათს თეთრმა სახლმა მესამედ გააგრძელა “დროებითი“ შეღავათები, იმავე დღის საღამოს კი აშშ-ის უახლოესი მოკავშირე დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ამ კამპანიას.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობისგან წარმოებული დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის იმპორტი, ასევე მოხსნა შეზღუდვები რუსული გაზის ორი პროექტისთვის მომსახურების გაწევაზე: “სახალინი — 2“ და “იამალ ეთხევადი ბუნებრივი გაზი (СПГ)“. ახლა ბრიტანულ კომპანიებს შეუძლიათ დააზღვიონ და დააკრედიტონ რუსეთიდან მესამე ქვეყნებში თხევადი გაზის მიწოდება, ასევე გადაზიდონ ისინი ზღვით.

ამერიკული და ბრიტანული სანქციების შემსუბუქება დროებით დააცხრობს ენერგეტიკულ კრიზისს მთელ მსოფლიოში, თუმცა მთავარი მიმღებები იქნებიან რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი.

  • ბრიტანეთმა რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ემბარგო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დააწესა, თუმცა აგრძელებდა რუსული ნავთობისგან დამზადებული ნავთობპროდუქტების ყიდვას ინდოეთიდან, თურქეთიდან და საამიროებიდან. მხოლოდ გასულ შემოდგომაზე თქვა უარი ამ პრაქტიკაზე, ახლა კი კვლავ დააკანონა იგი.

მიუხედავად იმისა, რომ თავად მოიპოვებს ნავთობს ჩრდილოეთ ზღვაში, ბრიტანეთი დამოკიდებულია ენერგორესურსების იმპორტზე.

წყარო