არგენტინაში, ქალაქ კომოდორო-რივადავიაში სათვალთვალო კამერამ საზარელი შემთხვევა დააფიქსირა. ქალს შუა ქუჩაში ავტომობილი გაუჩერდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა აკუმულატორი შეემოწმებინა, რა დროსაც მანქანა დაიძრა და ზედ გადაუარა.
სათვალთვალო კამერის დრამატულ ჩანაწერში ჩანს, როგორ ირყევა მანქანა და თავისი მფლობელის სხეულზე გადადის.
შავი Renault Clio-მ პირდაპირ მის მკერდზე გადაიარა, რის შემდეგაც ქალი დაშავდა, მან წამოდგომა ვერ შეძლო - სასწრაფო დახმარება გამვლელებმა გამოიძახეს.
საავადმყოფოში გადაიყვანეს ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას მოტეხილობები ან სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.