ავტორი:

Skims-ის ტანსაცმლის მანქანაში დამალული 90 კგ კოკაინი - პოლონელ მძღოლს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

Skims-ის ტანსაცმლის მანქანაში დამალული 90 კგ კოკაინი - პოლონელ მძღოლს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

პოლონელ სატვირთო მანქანის მძღოლს, რომელმაც დიდ ბრიტანეთში Skims-ის ტანსაცმლის პარტიაში დამალული 90 კილოგრამი კოკაინი შეიტანა, 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • 40 წლის იაკუბ კონკელი ნარკოტიკებით დატვირთული სატვირთო მანქანით დიდ ბრიტანეთში ნიდერლანდებიდან შევიდა. ის ესექსში მდებარე Harwich International Port-ში 4 სექტემბერს დააკავეს.

  • გამოძიების ინფორმაციით, კოკაინი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 7.2 მილიონ ფუნტს შეადგენდა, სატვირთო მანქანის სპეციალურად მოწყობილ ნაწილში იყო დამალული. ბრიტანელ სამართალდამცავებს ეჭვი მძღოლის ქცევამ გაუჩინა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანას რენტგენული შემოწმება ჩაუტარდა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს 90 შეკვრა კოკაინი.

სასამართლოში გაირკვა, რომ კონკელი ნარკოტიკების გადასატანად სპეციალურად იყო დაქირავებული. მას ბელგიიდან ტვირთის წასაღებად და ნიდერლანდების გავლით ბრიტანეთში გადასატანად 4500 ევრო გადაუხადეს.

Chelmsford Crown Court-ში გამართულ პროცესზე კონკელმა A კლასის ნარკოტიკების კონტრაბანდა აღიარა. განაჩენის გამოცხადების დროს დამნაშავე ტიროდა.

მოსამართლე რიჩარდ უილკინის განცხადებით, ბრალდებულის როლი "მნიშვნელოვანი და ცენტრალური“ იყო ფართომასშტაბიან კრიმინალურ სქემაში და არა მეორეხარისხოვანი.

გამომძიებლებმა სატვირთო მანქანაში ასევე იპოვეს სპეციალური მობილური ტელეფონი, რომელიც ნარკოტიკების ჯგუფთან კავშირში გამოიყენებოდა და მონაცემებს ავტომატურად შლიდა.

ეროვნული დანაშაულის სააგენტოს წარმომადგენლის, პოლ ორჩარდის თქმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ხშირად იყენებენ ლეგიტიმურ კომერციულ ტვირთებსა და კორუმპირებულ მძღოლებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადასატანად.

წყარო