ავტორი:

"სანდრო კაკულია გააზრებულად მიყვარდა, გეგმებს ვაწყობდი მასთან ერთად" - რას ჰყვება აქტივისტი ანუკი გამსახურდია მისი და მსახიობის 4-წლიან ურთიერთობაზე

"სანდრო კაკულია გააზრებულად მიყვარდა, გეგმებს ვაწყობდი მასთან ერთად" - რას ჰყვება აქტივისტი ანუკი გამსახურდია მისი და მსახიობის 4-წლიან ურთიერთობაზე

ანუკი გამსახურდია: „სანდრო კაკულია ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელიც გააზრებულად მიყვარდა“

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ სამდღიანი პატიმრობა მიესაჯა, თავისი გადაცემის ოფიციალურ გვერდზე ახალ ანონსს აქვეყნებს. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი აქტივისტი ანუკი გამსახურდიაა. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ ის თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე, მსახიობ სანდრო კაკულიაზე საუბრობს.

"ურთიერთობებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, მაგრამ სიყვარული, როგორც ასეთი, ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მგონია, რომ არც ვიცოდი. აი, ბოლო ურთიერთობა რაც მქონდა, მანდ მივხვდი, რომ სანდრო იყო უბრალოდ გააზრებული. ანუ, ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელზეც გააზრებულად ვიცოდი, რატომ მიყვარდა, როგორ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა და ძალიან ლამაზი პერიოდი გავატარეთ ერთად - ოთხი წელი.

გეგმებს ვაწყობდი მასთან ერთად, არასდროს არავისთან ერთად გეგმა არ დამიწყვია. არავისთან ერთად არ მომნდომებია, არასდროს არც ცხოვრება და არც შვილი - არავისგან არ მომნდომებია. ყოველთვის ერთადერთი ის განცდა მქონდა, რომ აი, რა ცუდია, ახლა რომ არ მიჩნდება შვილი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა.

ხოდა, ეგ იყო... აი, ეგ იყო ამომავალი წერტილი, რის გამოც ვხვდებოდი, რომ, ნუ ხო, სანდრო იყო ის ადამიანი, ვინც მიყვარდა ნამდვილად. სულ ვეუბნებოდი, რომ გვერდით რომ ხარ, ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი ხარ-მეთქი.მიუხედავად თავისი რაღაც აი ამ პრანჭია ხასიათისა, ის ჩემი ძალიან დიდი საყრდენი იყო“, — აღნიშნავს ანუკი გამსახურდია.

სანდრო კაკულია მაყურებელმა წლების წინ, როგორც დრამატურგი და მსახიობი, ისე გაიცნო. ის წლების მანძილზე მონაწილეობდა პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ და მისი გმირი, სანდრექსა, მაყურებელს ძალიან უყვარდა. სანდრო კაკულია წარსულში დაოჯახებული გახლდათ ნუცა აბაშიძეზე და წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ სანდრო კაკულია ერთ-ერთია იმ მსახიობებს შორის, რომელიც მედიას ნაკლებად სწყალობს - განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე მის პირად ცხოვრებას ეხება.