ავტორი:

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ქართული ზღაპარი "ჭინჭრაქა" კიდევ ერთხელ ცოცხლდება

თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ქართული ზღაპარი "ჭინჭრაქა" კიდევ ერთხელ ცოცხლდება

გიორგი ნახუცრიშვილის საბავშვო დრამატურგიის კლასიკად ქცეული ერთმოქმედებიანი ქართული ზღაპარი „ჭინჭრაქა“ კიდევ ერთხელ ცოცხლდება თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე.

„ჭინჭრაქა“ ქართული საბავშვო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ზღაპარია, რომელშიც თავმოყრილია ქართული ზღაპრის ელემენტები, ფანტაზია, იუმორი და ხალხური მოტივები.

ჩრდილების თეატრის, მუსიკისა და საცირკო ელემენტების შერწყმით შექმნილი ლამაზი სანახაობა მაყურებელს ფანტაზიით, იუმორითა და თავგადასავლებით სავსე ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს, სადაც სიკეთე, მეგობრობა და სიმამაცე ყველაზე დიდი ძალაა.

ქვეყანას საშინელი დევი ემუქრება. შიშსა და სასოწარკვეთაში მცხოვრები ადამიანები ვეღარ ბედავენ წინააღმდეგობის გაწევას. სწორედ ამ დროს გამოჩნდება უბრალო, მაგრამ გულადი ბიჭი — ჭინჭრაქა, რომელსაც სიკეთის, სამართლიანობისა და მეგობრობის ძალის სწამს. მეფის ასულ მზიასთან ერთად იგი რთულ და სახიფათო გზას გადის, ბევრ დაბრკოლებასაც აწყდება, თუმცა სიმამაცისა და ერთგულების წყალობით ბოროტებას ამარცხებს.

პატარა თუ დიდ მაყურებელს საოცარი თეატრალური თავგადასავალი ელოდება.

გიორგი ნახუცრიშვილი

ჭინჭრაქა

ერთმოქმედებიანი ზღაპარი

დამდგმელი რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე

მხატვარი: ნინო ჩიტაიშვილი

კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე

რეჟისორის თანაშემწე: ნატალია არველაძე

მონაწილეობენ:

ნანა მეტრეველი, თამარ ჭანუყვაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ზურაბ ავსაჯანიშვილი, შალვა ანთელავა, ალექსანდრე კვეზერელი, რატი ნავაძე, დავით როსტომაშვილი, ალექსანდრე შარაბიძე, გიორგი ჯიქურიძე

R