ავტორი:

შავი ზღვა გაყიდულია - ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს?

შავი ზღვა გაყიდულია - ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს?

ვინ მართავს ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის - ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევაში მიმოხილულია ცნობები იმ კომპანიათა შესახებ, რომლებზეც ინფორმაციის მოძიება და დამუშავება საჯარო მონაცემთა ბაზების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • თევზჭერა და შავი ზღვის რესურსების ათვისება: ლიცენზიების განაწილების პრაქტიკა და მმართველი გუნდის დონორი კომპანიების ექსკლუზიური უფლებები;
  • საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები: თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (FEZ) და ტერმინალების მფლობელთა კავშირები მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან და ოფშორულ კომპანიებთან;
  • სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი: სახელმწიფო შესყიდვები და ინტერესთა შეუთავსებლობის რისკები მმართველ რგოლებში;
  • კვების პროდუქტების წარმოება: მსხვილი აგრო-სამრეწველო ჯგუფების პრივილეგირებული ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან და საგადასახადო შეღავათები.

კვლევის თანახმად, თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე 2036 წლამდე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს...განაგრძეთ კითხვა