ავტორი:

"მე რა, მიხარია რომ არ ვარ სოფოსთან და ალისკათან ერთად სახლში?" - რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე?

"მე რა, მიხარია რომ არ ვარ სოფოსთან და ალისკათან ერთად სახლში?" - რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე?

"მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. მიუხედავად დალხენილი ცხოვრებისა უკრაინაში, შეუძლებელი იყო ჩემი ქვეყნის დაკნინებისთვის მეყურებინა. მარტივი არ იყო ჩამოსვლა, რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი - ბოლოს, როდესაც ჩამოვედი, აქ უნდა დამხვედროდა და არა თუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ღალატი იყო და იქნება, "მთავარია ამას ჩვენ არ შევეგუოთ“.

  • როგორც სააკაშვილმა განაცხადა, "მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ არა სახელების, არამედ დროშის გარშემო, არ გვჭირდება პარტიული სიმბოლიკები და სხვადასხვა ლოზუნგები“.

"დღეს აცხადებენ ლევან ხაბეიშვილის განაჩენს, დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმს მიუსჯიან. მინდა ლევანი გავამხნეო აქედან. არის ის კაცი და იმ კაცს წყნარად სძინავს თუ ყველა პატრიოტი, მებრძოლი ადამიანი ციხეში ჰყავს. ეს მოცემულობაა. ლევან ნუ შეგეშინდება, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვართ, დიქტატორებთან და ბოროტების ძალებთან. პირველი ჩვენთან გაჩაღდა ომი, პირველი ჩვენ მოგვიწყვეს ჰიბრიდული ოპერაციები, ჩვენთან მოხდა პირველი საარჩევნო ჩარევა, ასეთია საქართველოს ბედი. მე რა მიხარია, რომ არ ვარ სოფოსთან და ალისკათან ერთად სახლში? და ლევანს უხარია, რომ მისი უკეთილშობილესი დედა ვერ ნახულობს ყოველდღე? ნამდვილად არ უხარია, რომ მის შვილებს ვერ ნახულობს. ეს ჩვენი ბედია. არ უნდა ვიყოყმანოთ და ჩვენს ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ეს ჩვენი და ქართველი ხალხის ხვედრია.

ჩვენ პრაქტიკულად სპექტაკლის მონაწილეებად გვაქციეს. ის, რაც რუსთაველზე, სასამართლოში ხდება, არის ძალაუფლების სპექტაკლი, რომელსაც ივანიშვილი საკუთარი უძლეველობისა და ქვეყნის ამრევების სამაგალითოდ, სარზე ჩამოცმის დემონსტრირებისთვის იყენებს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ლექსიკა, რიტორიკა და ქმედებები აცდენილია ყველაფერს. არ არსებობს არანაირი შუაშისტური პოზიცია.

სიძლიერე არის ის, რასაც მე და ჩემი თანამებრძოლები განვასახიერებთ. ამდენი წელი ღალატის, გაყიდვის, გაუტანლობის, სააკაშვილის სახელის ხსენების აკრძალვა რით დამთავრდა? სრული ბანკროტობით. ჩემს ვიდეოს ატრიალებენ, სადაც ვამბობ, რომ ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალის მიმართ და ესენი ვის სვამენ ციხეში? ნომერ პირველ ბანს, განათლებულ ახალგაზრდობას, მწერლებს, პოეტებს, ინტელიგენციას. ვინ არიან ეს მართლა "აკაცუკები“ და არარაობები, რომლებიც ხალხს ატერორებენ. არავინ არ არიან. ქალების დაჭერაც დაიწყეს და მინდა ნანუკას მივესალმო აქედან. ისინი წყნარად არიან იმ პირობებში როდესაც ყველანი ციხეში არიან, სხვანაირად ივანიშვილს სტაფილოს წვენი უკვე აღარ შველის.

მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მიუხედავად დალხენილი ცხოვრებისა უკრაინაში, შეუძლებელი იყო ჩემი ქვეყნის დაკნინებისთვის მეყურებინა. მარტივი არ იყო ჩამოსვლა, რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი, პირველად, 2020 წელს როდესაც მოვდიოდი ჩემი კოორდინატორები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას. ასევე, როდესაც დაქირავებული იახტით მოვადექით საქართველოს, ბათუმში განგაში გამოცხადდა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და უკან გაბრუნება მომიწია და ბოლოს, როდესაც ჩამოვედი აქ უნდა დამხვედროდა და არა თუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა. ღალატი იყო და იქნება, მთავარია ამას ჩვენ არ შევეგუოთ.

მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ არა სახელების, არამედ დროშის გარშემო. არ გვჭირდება პარტიული სიმბოლიკები და სხვადასხვა ლოზუნგები. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ.

დღეს, როდესაც საქართველო ყველაფერი იმის ანტითეზისია, რაც უნდა იყოს, რა დროს სასოწარკვეთის დროა. გვეხვეწებიან, რომ ესენი მოვაშოროთ და ამ დროს, ზოგიერთი თავზე ნაცარს იყრის და ამბობს, რომ ხალხი მზად არ არის, ეს ტყუილია. ყველა მზად არის, საჭიროა მიწოდა და ბოლომდე წასვლა. ჩემი ყველაზე პროდუქტიული წლები ციხეში გავატარე, მაგრამ თქვენზე თავისუფალი და ბრძოლისუნარიანი ვარ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მხარს უჭერს 26 მაისის აქციას.

"ეს რაიმე დიადის დასაწყისი უნდა იყოს. როდესაც მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე იწყებენ ლაპარაკს, მაშინ ეტირებათ ყოფა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.