ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის განცხადებით, გამდიდრებული ურანი ირანში უნდა დარჩეს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უზენაესი ლიდერის დირექტივა და მმართველი სისტემის კონსენსუსია, რომ გამდიდრებული ურანის მარაგმა ქვეყანა არ უნდა დატოვოს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა.
წყაროების ცნობით, ირანელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა ირანს აშშ-ისა და ისრაელის მომავალი თავდასხმების წინაშე უფრო დაუცველს გახდის.