რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ბრუნვამ 965.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე პოზიციაზეა.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან რუსეთში 199.378 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით რუსეთი უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებს შორის მე-4 პოზიციაზეა.
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 44.916 მლნ აშშ დოლარის 15 293 ტონა;
სპირტიანი სასმელები - 37.225 მლნ აშშ დოლარის 8 740 ტონა;
მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 27.284 მლნ აშშ დოლარის 50 499 ტონა; გააგრძელეთ კითხვა