ავტორი:

"ბოლო 35 წლის განმავლობაში იმდენი მართლმადიდებელი არავის მოუკლავს, რამდენიც რუსეთმა დახოცა - გინდა ქართველი, გინდა რუსი და გინდა უკრაინელი..." - გიორგი კობერიძე

"ბოლო 35 წლის განმავლობაში იმდენი მართლმადიდებელი არავის მოუკლავს, რამდენიც რუსეთმა დახოცა - გინდა ქართველი, გინდა რუსი და გინდა უკრაინელი..." - გიორგი კობერიძე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

"რაზე მეცინება იცით?!

ბოლო ხანებში რუსმა ტროლებმა საქართველოში რუსეთის დაცვა ისევ "ერთმორწმუნეობით" დაიწყეს. არადა, ბოლო 35 წლის განმავლობაში იმდენი მართლმადიდებელი არავის მოუკლავს, რამდენიც რუსეთმა დახოცა - გინდა ქართველი, გინდა მოლდოველი, გინდა რუსი და გინდა უკრაინელი. დაახლოებით მილიონი ადამიანით შემცირდა მართლმადიდებელი მოსახლეობის საერთო რაოდენობა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს თავისი ამბიციები დაეკმაყოფილებინა.

რუსეთი და ქრისტიანული ღირებულებები... ოთხსიტყვიანი ანეკდოტია.

და ჰო მართლა, რუსეთი ქრისტიანული ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად ისლამური სახელმწიფოა. მასში დაახლოებით 15% მუსლიმი იყო ჯერ კიდევ ომამდე. ახლა მათი რიცხვი მომატებულია და ვარაუდობენ, რომ 18%-საც მიაღწია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, 2050 წლისათვის, მათი როდენობა 30%-საც კი მიაღწევს.რაღა შორს წავიდეთ და ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-K ანუ ისლამური სახელმწიფო ხორაზანში, სწორედ ყველაზე აქტიური რუსეთის ტერიტორიაზეა. ნეტავ რატომ?!

პ.ს. რუსული "ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებებიდან" ყველაზე მეტად ალბათ "სნოხაჩესტვო" (Снохачество) ჯდება ტრადიციის ნაწილში: ოჯახის მამრობითი უფროსი რძალთან და სხვა შეძენილ წევრებთან რომ კავდებოდა ხოლმე სექსუალური კავშირით. ურწმუნო კომუნისტებმა უფრო მეტი დრო დახარჯეს მის აღმოფხვრაში (და ბოლომდე ვერ შეძლეს), ვიდრე "მორწმუნე" რუსეთის ეკლესიამ", - წერს გიორგი კობერიძე.