ავტორი:

კახეთში "ბოლო ზარის" კოლონაში მყოფი მანქანა ტრაილერს შეეჯახა - რა ხდება ცნობილი?

კახეთში "ბოლო ზარის" კოლონაში მყოფი მანქანა ტრაილერს შეეჯახა - რა ხდება ცნობილი?

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ტრაილერს შეეჯახა. ხუთივე პირი გადაყვანილია კლინიკაში, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ე.წ. ბოლო ზარის კოლონას მიჰყვებოდა, თუმცა მასში მყოფი პირები მე-12 კლასელები არ ყოფილან.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით მოძრაობა შეფერხებულია.

იხილეთ ასევე: