ავტორი:

“აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის“ - დონალდ ტრამპი

“აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის.

“პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პენტაგონმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ევროპაში აშშ-ის ძალების განლაგების უფრო ფართო გადახედვის ფარგლებში, პოლონეთში 1-ლი საკავალერიო დივიზიის მე-2 ჯავშანსატანკო საბრძოლო ბრიგადის 4 000 ამერიკელი სამხედროს როტაციას გადადებდა.