ავტორი:

ერთ დღეში ევერესტი რეკორდულმა, 274-მა მთამსვლელმა დალაშქრა - შთამბეჭდავი ფოტოები

ერთ დღეში ევერესტი რეკორდულმა, 274-მა მთამსვლელმა დალაშქრა - შთამბეჭდავი ფოტოები

ტურიზმი მსოფლიოს უმაღლეს მთაზე გაიზარდა მიუხედავად სანებართვო მოსაკრებლების მატებისა, სამთო ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება და ამისი მაგალითია ევერესტი.

  • ყინულის უზარმაზარი ნატეხის გამო, რომელიც ასასვლელ გზას ბლოკავდა, წლევანდელი საგაზაფხულო სეზონი გვიან დაიწყო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მსურველებისთვის - მხოლოდ ერთ დღეში, ოთხშაბათს, ევერესტის მწვერვალი ნეპალის გავლით 274-მა ადამიანმა დალაშქრა.

Everest Chronicle-ს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ასვლები ადგილობრივი დროით 03:00 საათზე დაიწყო და 11 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ოთხშაბათს კი ამ ციფრმა გადააჭარბა წინა მაქსიმუმს, რომელიც 2019 წლის 22 მაისს დაფიქსირდა - მაშინ, მთაზე ნეპალის სამხრეთ მხრიდან 223 მთამსვლელი ავიდა.

წელს 8,849 მეტრის სიმაღლის მწვერვალის დასალაშქრად ნებართვა თითქმის 500-მა უცხოელმა მთამსვლელმა მიიღო, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ექსპერტები გადატვირთულობისა და უსაფრთხოების სხვა რისკების შესახებ გვაფრთხილებენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები აჩვენებს მთამსვლელთა გრძელ რიგს, რომელიც მიიკლაკნება თოვლიან ფერდობებზე ე.წ. „სიკვდილის ზონაში“ — მთის იმ ნაწილში, რომელიც ზღვის დონიდან მინიმუმ 8,000 მეტრზე მდებარეობს. ამ სიმაღლეზე მთამსვლელთა უმეტესობა დამატებით ჟანგბადს იყენებს, თუმცა ალპინიზმის ექსპერტები მათ მაინც ურჩევენ, რომ ამ ზონაში 20 საათზე მეტხანს არ დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბრიდან ევერესტზე ასვლის მოსაკრებელი გაიზარდა - მთამსვლელებს ნებართვისთვის 15,000 დოლარის გადახდა უწევთ.

წყარო

იხილეთ ასევე: