ავტორი:

ინტერნეტში ბრიტნი სპირსის დაკავების ახალი ვიდეო ვრცელდება

ინტერნეტში ბრიტნი სპირსის დაკავების ახალი ვიდეო ვრცელდება

ინტერნეტში პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსის დაკავების კადრები ვრცელდება - მომღერალი, სავარაუდოდ, ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ვიდეო, რომელიც TMZ-მა გაავრცელა, 4 მარტით თარიღდება და ასახავს მომენტს, როდესაც პოლიციელები მომღერალს მანქანის გაჩერების შემდეგ ესაუბრებიან. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები მისი მდგომარეობის შესამოწმებელ ტესტებს უტარებენ, რის შემდეგაც ხელბორკილებს ადებენ.

გამოცემა „Page Six“-ის ინფორმაციით, პოლიციას რამდენიმე მოქალაქემ დაურეკა და შეატყობინა, რომ სპირსი კალიფორნიის ოლქში ავტომობილს არასტაბილურად მართავდა. თვითმხილველების თქმით, შავი BMW მოძრაობის ზოლებს შორის გადადიოდა, მკვეთრად ამუხრუჭებდა და თითქმის რამდენიმე მანქანას შეჯახებაც გამოიწვია.

პოლიციის ანგარიშის მიხედვით, ოფიცრებმა ავტომობილში ალკოჰოლის სუნი იგრძნეს. ასევე აღმოჩენილი იყო ცარიელი ღვინის ჭიქა. სამართალდამცავების ინფორმაციით, მომღერალმა აღიარა, რომ რამდენიმე საათით ადრე მიმოზა დალია.

მომღერალმა თავდაპირველად ფხიზელი მდგომარეობის ტესტების გავლაზე უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით ალკოტესტი ჩააბარა.

დაკავების შემდეგ, სპირსი რეაბილიტაციის ცენტრში გადავიდა. მისი წარმომადგენლის განცხადებით, მომღერალი „ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს“.

საქმეზე სასამართლომ მას ერთწლიანი პირობითი ზედამხედველობა დააკისრა. გარდა ამისა, ის ვალდებულია გაიაროს სამთვიანი ალკოჰოლის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 30 საათიან კურსს მოიცავს.

წყარო