ავტორი:

პერუში, მაჩუ-პიქჩუს ბილიკზე ავსტრალიელი ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

პერუში, მაჩუ-პიქჩუს ბილიკზე ავსტრალიელი ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

პერუში, ლაშქრობის დროს, ავსტრალიელი ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა მაჩუ-პიქჩუს მიმართულებით მიმავალ ცნობილ ბილიკზე მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 52 წლის მეთიუ კამერონ პეიტონი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ჯგუფთან და გიდთან ერთად ლაშქრობისას გატეხილ მოაჯირს მიეყრდნო. სამაშველო ჯგუფებმა მისი ცხედარი მეორე დღეს, ბილიკის “50 გრადას“ მონაკვეთთან ახლოს, დაახლოებით 300-მეტრიან ციცაბო ფერდობზე იპოვეს.

  • კუსკოს რეგიონის პოლიციის უფროსის, გენერალ ვირხილიო ველასკესის განცხადებით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ხის ხიდზე გადასვლისას წაბორძიკდა და მოაჯირზე დაყრდნობას შეეცადა, თუმცა მოაჯირი მოწყდა და ხევში გადავარდა.

ტრაგედიის დროს პატონი მეუღლესთან ერთად პერუში მოგზაურობდა. ოჯახი აცხადებს, რომ ეს მოგზაურობა მისი დიდი ხნის ოცნება იყო.

“მეთისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ერთგული მეუღლე და მამა იყო,“ - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო