ავტორი:

სამი პროდუქტი, რომელიც არ უნდა იყიდოთ, იმისთვის რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ - ექიმი მიზეზს განმარტავს

სამი პროდუქტი, რომელიც არ უნდა იყიდოთ, იმისთვის რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ - ექიმი მიზეზს განმარტავს

ზოგიერთმა პროდუქტმა, რომელსაც "ჯანსაღი საკვების“ სახელით არეკლამებენ, მუდმივი მოხმარებისას შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაწლავებზე.

  • ავსტრალიელმა გასტროენტეროლოგმა და მიკრობიომის ექსპერტმა, დოქტორმა პოლ ფრუმსმა დაასახელა სამი პოპულარული პროდუქტი, რომლებსაც თავად სუპერმარკეტებში არასდროს ყიდულობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ "ჯანსაღ“ იმიჯს უქმნიან, სინამდვილეში მათ შეუძლიათ ჩუმად დააზიანონ ადამიანის კუჭ-ნაწლავის სისტემა.

სიაში პირველ ადგილზეა არომატიზებული საბავშვო იოგურტები - განსაკუთრებით ის ფერადი პაკეტები და ქილები, რომლებსაც მშობლები ბავშვებს ლანჩ-ბოქსებში უდებენ.

"მათი უმეტესობა ჩვეულებრივი ტკბილი დესერტია, რომლებსაც ეტიკეტზე ვიტამინები უბრალოდ მიაწერეს“, - განმარტავს დოქტორი ფრუმსი.

მისი თქმით, ეს იოგურტები სავსეა ემულგატორებით, ხელოვნური საღებავებითა და დიდი რაოდენობით შაქრით. ეს ინგრედიენტები კი პირდაპირ ურტყამს მიკრობიომს - ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში მცხოვრებ ტრილიონობით ბაქტერიას, რომლებიც იმუნიტეტსა და მონელებას განაგებენ.

მეორე პროდუქტი, რომელსაც ექიმი ერიდება, არის უშაქრო და "დიეტური“ გაზიანი სასმელები.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათ შაქრიანი სასმელების უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევს, ხელოვნური დამატკბობლები სულ რაღაც ორ კვირაში ცვლიან ნაწლავის ფლორას. კვლევები აჩვენებს, რომ ამის გამო ორგანიზმს უჭირს შაქრის სწორად გადამუშავება და სასმელი, რომელიც წესით ჯანსაღი უნდა იყოს, სხეულში ზუსტად ისე იქცევა, როგორც ჩვეულებრივი შაქარი.

ბოლო პროდუქტი, რომელსაც ის საერთოდ არ ყიდულობს, არის შეფუთული წასახემსებელი ბატონებ.

დოქტორი ფრუმსი ამბობს, რომ ეს "სწრაფი ჯანსაღი საკვები“ ხშირად შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ზეთებს, ემულგატორებს, დამატკბობელ სპირტებს და ინგრედიენტების ისეთ გრძელ სიას, რომლებსაც ნამდვილ, ნატურალურ საკვებთან საერთო არაფერი აქვთ.

ამასთან, ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა გრძელვადიან ჩვევებზეა დამოკიდებული და არა იდეალურობაზე:

"თუ თქვენი ოჯახი დღის 80%-ში ნატურალური, ნამდვილი საკვებით იკვებება, მაშინ დროდადრო მავნე ნუსხიდან რაღაცის შეჭმა პრობლემა არ არის. მაგრამ, თუ ეს სამი პროდუქტი თქვენს რაციონში ყოველდღე ჩნდება, ნამდვილად ღირს დაფიქრება“.