11 თვიანი ბრძოლის შემდეგ, ბრიტანელმა მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.
38 წლის მომღერალმა სასიხარულო ინფორმაცია Instagram-ზე გაავრცელა. მისი თქმით, ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაიგო, რომ კიბო აღარ ჰქონდა.

მომღერალმა გამომწერებს ვიდეო გაუზიარა, სადაც საავადმყოფოში MRI კვლევისთვის ემზადებოდა. ვიდეოში ის ამბობს:
“ყოველწლიურ შემოწმებაზე დავბრუნდი და სიმართლე გითხრათ, საშინლად ვნერვიულობ. მითხრეს, რომ კონტრასტული ნივთიერება არ დამჭირდებოდა, მაგრამ მგონი მაინც მჭირდება... ახლა MRI-ზე შევდივარ. უნდა ვიფიქრო, თითქოს კლაუსტროფობია არ მაქვს. ვისაც ძუძუს MRI გაუკეთებია, იცის, რომ მუცელზე უნდა დაწვე და ხელები სუპერმენივით გაშალო.
შესაძლოა ამჯერად უფრო დიდი ადგილი დამჭირდეს, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ,“ — ხუმრობს მომღერალი.

მოგვიანებით, პოსტის აღწერაში მან დაწერა:
“შედეგები მივიღე და კიბო აღარ მაქვს! საათობით ვტიროდი, შემდეგ კი პირველად ერთი წლის განმავლობაში თავისუფლად ამოვისუნთქე.“
იხილეთ ასევე: