ავტორი:

“ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით...“ - “ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

“ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით...“ - “ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა “ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით. აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით, - ამის შესახებ განცხადებას “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

  • პარტიის ინფორმაციით, დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისათვის საქმე გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. პარტია მოუწოდებს “ტიკტოკის“ მომხმარებლებს, თავი შეიკავონ ყალბი გვერდის უკან მდგარ პირთან კომუნიკაციისგან.

“რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა “ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით. აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით, ამასთანავე ყალბი გვერდიდან ახალგაზრდებს მისდით მესიჯები ცოტნე ივანიშვილის სახელით, თითქოს ის იბარებს ადამიანებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გასაუბრებაზე.

სოციალური პლატფორმა “ტიკტოკის“ ადმინისტრაციისთვის გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომ გვერდი არის ყალბი და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. ველოდებით აღნიშნულ წერილზე რეაგირებას და ყალბი გვერდის გაუქმებას. ასევე, გვსურს მოვუწოდოთ “ტიკტოკის“ მომხმარებლებს, რომ არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს. დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისათვის საქმე გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“- ნათქვამია განცხადებაში.