ავტორი:

ქუთაისში, მართვის მოწმობის ასაღებად მისული მამაკაცი ცუდად გახდა და კლინიკაში გარდაიცვალა - რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდარზე

ქუთაისში, მართვის მოწმობის ასაღებად მისული მამაკაცი ცუდად გახდა და კლინიკაში გარდაიცვალა - რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდარზე

ქუთაისში, მომსახურების სააგენტოში, მართვის მოწმობის აღების მიზნით მისული მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი“ არცელებს.

მათი თქმით, 57 წლის მამაკაცი შიდა ქართლიდან იყო.

"ინფო იმერეთს" თვითმხილველები უცხადებენ, რომ მამაკაცი სააგენტოში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, მას გულის შეტევა ჰქონდა და კლინიკაში გარდაიცვალა.

"საშინელება მოხდა, კაცს მართვის მოწმობის აღება უნდოდა და გარდაიცვალა. სასწრაფო მალევე მოვიდა, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს", - უთხრა "ინფო იმერეთს" წყარომ.