ავტორი:

რა ქონებას ფლობს გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს?

რა ქონებას ფლობს გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს?

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ყოფილი უფროსის გრიგოლ ლოლუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ამის შესახებ დღეს, სუს-ში დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 11-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

  • "ბიზნესპრესნიუსი დაინტერესდა, რა ქონება ფლობს ლევან ახობაძე.

ყოფილი თანამდებობის პირმა ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის თებერვალში წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია 5 მიწის ნაკვეთის წილი და ბინა.

უფრო კონკრეტულად, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ეკუთვნის 125.4 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2020 წელს 72 105 აშშ დოლარად იყიდა.

ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ მთისძირში მდებარე 5 მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ ნაკვეთები ახობაძეს სახელმწიფოსგან 1995 წლის მიღება-ჩაბარების აქტით, 0 ლარად აქვს მიღებული 2000-2020-2023 წლებში. ლევან ახობაძესთან ერთად, ამ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან: ქეთევან ახობაძე, სულიკო ახობაძე და მაგული ბურკაძე.

რაც შეეხება ლევან ახობაძის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჰქონდა: 1234 ლარი ოვერდრაფტის სახით (მოკლევადიანი სესხი), ასევე უფიქსირდებოდა სესხის მომსახურე ანგარიშზე 2 700 ევრო. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: