ავტორი:

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ გასაიდუმლოებული ფაილების ახალ სერიაში Apollo 12-ის ეკიპაჟის შიშისმომგვრელი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა - რას ჰყვებიან ისინი?

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ გასაიდუმლოებული ფაილების ახალ სერიაში Apollo 12-ის ეკიპაჟის შიშისმომგვრელი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა - რას ჰყვებიან ისინი?

პენტაგონმა პარასკევს, 22 მაისს "ამოუცნობი მფრინავი ობიექტების" შესახებ მორიგი გასაიდუმლოებული ფაილები გამოაქვეყნა. მათ შორის აღმოჩნდა Apollo 1“ -ის ეკიპაჟის ის აუდიოჩანაწერიც, რომელშიც ასტრონავტები იმ მისტიკური ‘სინათლის ზოლებზე“ საუბრობენ , რომლებიც ღრმა კოსმოსში ყოფნის დროს შენიშნეს.

1969 წლის მისიის შემდგომი სამედიცინო გამოკითხვის აუდიოჩანაწერში ასტრონავტები: პიტ კონრადი, რიჩარდ გორდონი და ალან ბინი დეტალურად აღწერენ, რომ უცნაური ნათებები მაშინ დააფიქსირეს, როდესაც დაძინებას აპირებდნენ და მას “დახუჭული თვალების მიუხედავადაც მაინც ხედავდნენ“.

"ასტრონავტებიდან თითოეული აღნიშნავდა, რომ ეს შემთხვევები სიბნელეში ხდებოდა, როდესაც ისინი დაძინებას ცდილობდნენ“, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის სპეციალიზებულ UFO-ვებგვერდზე განთავსებულ აღწერაში.

ისინი ამ ყველაფერზე შეშფოთებით, მეტიც შიშით ლაპარაკობენ.

მოგვიანებით NASA-ს სამედიცინო ჯგუფმა დაასკვნა, რომ Apollo 1“ -ის ეკიპაჟის მიერ დაფიქსირებული ფენომენი არა გარე სინათლის წყაროებით, არამედ თავად ასტრონავტების მხედველობის თავისებურებებით (კოსმოსური სხივების ზემოქმედებით) იყო გამოწვეული.

პარასკევს გამოქვეყნებული 222 დოკუმენტი იმ ფაილების მეორე პაკეტს წარმოადგენს, რომლებიც ომის დეპარტამენტის ვებგვერდზე მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ სამთავრობო ანგარიშების გამოქვეყნების განკარგულება გასცა.

ერთ-ერთი ახლად გამოქვეყნებული ფაილი 116-გვერდიან დოკუმენტაციას შეიცავს, რომელიც 1948-1950 წლებში ნიუ-მექსიკოში, “სანდიას საიდუმლო ბაზაზე“ დაფიქსირებულ არაერთ ინციდენტსა და მასთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება.

ფაილი სამხედრო ბაზის მახლობლად შემჩნეული “მწვანე სფეროების“, “დისკოებისა“ და "ცეცხლოვანი ბურთების“ დაფიქსირების 209 შემთხვევას მოიცავს “, აღნიშნულია ომის დეპარტამენტის განცხადებაში.

ახალ პაკეტში ასევე 50-ზე მეტი მანამდე გასაიდუმლოებული ვიდეო შევიდა, მათ შორის არის სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებული სხვადასხვა შემთხვევებიც. ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ აშშ-ის სამხედრო ინფრაწითელი სენსორით არის გადაღებული, ჩანს, როგორ ქმნის ოთხი ამოუცნობი ანომალიური მოვლენა (AAV) ერთობლივ ფორმაციას ირანის წყლების თავზე 2022 წლის აგვისტოში.

კიდევ ერთი კადრი, რომელიც აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფრაწითელმა სენსორმა დააფიქსირა, ასახავს ობიექტს, რომელიც 2024 წლის აპრილში, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თვითმფრინავის მახლობლად მიფრინავდა.

დოკუმენტების პირველი პაკეტი, რომელიც 8 მაისს გასაჯაროვდა, იმ უცნაურ კადრებს შეიცავდა, სადაც ცაზე დიდი სიჩქარით მოძრავი “რვაქიმიანი ვარსკვლავია“ იყო აღბეჭდილი. მასში ასევე შესული იყო “Apollo 17“ -ის მთვარის ეკიპაჟის ანგარიშები კოსმოსში არსებული ამოუცნობი, უცნაური კაშკაშა ნაპერწკლების შესახებ, რომლებიც “4 ივლისის ფეიერვერკს“ ჰგავდა.

წყარო