"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, 56 წლის დავით ერაძე სამართალდამცველებმა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე დააკავეს.
ინფორმაცია ტელეკომპანიას ანა ჯაბაურმა დაუდასტურა.
"ერაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. დანაშაულის რეციდივის გამო, მას ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება", - წერს "რუსთავი 2"
დავით ერაძე იმავე დანაშაულისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. მან პენიტენციური დაწესებულება იანვარში დატოვა და კვლავ განაგრძო ანა ჯაბაურის შევიწროება.
ერაძე სხვადასხვა დანაშაულისთვის სულ 5-ჯერ არის ნასამართლევი.
სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტებით დგინდება, რომ ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერია. მასზე ambebi.ge გასულ წელსაც წერდა. იმჟამინდელი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ანა ჯაბაურზე მოსალოდნელი თავდასხმა აღკვეთეს.
იმხანად სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა ანა ჯაბაურმაც, გთავაზობთ ამონარიდს:
"კრიმინალ ერაძის კიდევ უფრო მეტად წაქეზების მიზნით, მანანა არჩვაძე საჯარო მადლობებს უძღვნიდა, ჩემი და ჩემი დამხმარის ადევნება-შევიწროების გამო; გარდა იმისა, რომ არ თაკილობდა არაკაცის მიერ ჩემზე დაწერილი ყველა ძალადობრივი და გარყვნილი პოსტის გაზიარებას, სამწუხაროდ, იგი საპატიმროშიც განაგრძობს მის წაქეზებას. იქაც ურეკავს და წარმოუდგენელ ბოდვით ზღაპარს უყვება იმის შესახებ, რომ თითქოს საფრანგეთის სასამართლომ, რატომღაც ცოტნეზე თავდასხმის ფაქტი გამოიძია, თითქოს მეც გამასამართლა და ცოტნეზე თავდამსხმელ ტერორისტად მაღიარა. ამის შესახებ ერაძემ ბოლო სასამართლოს სხდომაზე თავად განაცხადა (სასამართლოს სხდომის ოფიციალური ჩანაწერი არსებობს)".
წაიკითხეთ სტატია