წერეთლის გამზირზე მამაკაცი მოკლეს. მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლულს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.