მინესოტაში აუტიზმის ცენტრების თაღლითობის ყველაზე მასშტაბური სქემა გამოვლინდა – ფედერალური სასამართლო 46 მილიონი დოლარის თაღლითობის საქმეს განიხილავს.
ბრალდებულები (შამსო ჰასანი და ჰანაან იუსუფი) აუტიზმის ცენტრების მფლობელები იყვნენ. ისინი მშობლებს ქრთამს უხდიდნენ, რათა ბავშვები აუტიზმის ცენტრებში არასაჭირო მკურნალობაზე ჩაერიცხათ. ფედერალური უწყებების მიხედვით, მშობლებს თითო ბავშვისთვის 300–დან 1500 დოლარამდე თანხა გადაუხადეს. ეს სქემა აუტიზმის მკურნალობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითობაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმის ცენტრებს სახელმწიფო პროგრამები აფინანსებს, მაგალითად EIDBI – ადრეული ინტენსიური განვითარების პროგრამა, რომელიც 21 წლამდე ასაკის აუტისტ ბავშვებს სერვისებს სთავაზობს.


სასამართლოს ცნობით, ჰასანმა და იუსუფმა ფულით კენიაში უძრავი ქონება და სატვირთო მანქანა შეიძინეს, ასევე მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფო პროგრამების თანხების მითვისებაში. გარდა ამისა, ჰასანს წარსულში კიდევ ერთი ბავშვთა ცენტრი ჰქონდა, რომლის ლიცენზია ძალადობის გამო ჩამოერთვა.