ოკუპირებულ ცხინვალში მდინარეში გადავარდნილ რუსეთის მოქალაქეს ეძებენ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 200-მდე ადამიანია ჩართული.
ასევე, რუსული მედია წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ დაკარგული რუსეთის მოქალაქის პოვნაში დახმარება ქართულ მხარესაც სთხოვა და მისი ძებნა ქართველმა მაშველებმაც დაიწყეს.
რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, მდინარეში გადავარდნილი ქალი რეჟისორია, რომელიც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების შესახებ, კერძოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომში ცხინვალელი მონაწილეების შესახებ ფილმებს იღებდა.