ავტორი:

"მის ვენესუელა 2025" ცნობილ სტილისტს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს - კანის კინოფესტივალზე მომხდარი სკანდალი

"მის ვენესუელა 2025" ცნობილ სტილისტს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს - კანის კინოფესტივალზე მომხდარი სკანდალი

სამხრეთ ამერიკელი სილამაზის დედოფალი, 29 წლის ანდრეა დელ ვალი („მის ვენესუელა 2025“), თავის პირად სტილისტს კანის კინოფესტივალის მიმდინარეობისას, სასტუმროს ნომერში, ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ინფორმაციას New York Post-ი ვენესუელურ და მექსიკურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოდელმა სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მას სახეზე სისხლიანი ჭრილობები აღენიშნება, სასტუმროს ნომერი კი სრულიად არეულია. ვიდეოში დელ ვალი პირდაპირ მიმართავს თავის სტილისტს: "შეხედეთ, ეს ჯოვანი ლაგუნამ გააკეთა. გილოცავ, ჯოვანი, ზუსტად ეს მინდოდა - გეჩვენებინა, ვინ ხარ სინამდვილეში“. კადრებში ჩანს თავად 33 წლის სტილისტიც, რომელიც ოთახის კუთხეში, სკამზე ჯდება.

რა მოხდა ნომერში?

სასტუმროს სტუმრებმა ნომრიდან ყვირილისა და ფიზიკური დაპირისპირების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ესპანელი ჟურნალისტის, ხორდი მარტინის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავს პოლიციას ჯოვანი ლაგუნა ბორკილებით.

ჯოვანი ლაგუნა ლათინოამერიკულ შოუბიზნესსა და სილამაზის კონკურსების სფეროში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. 2023 წლიდან იგი „მის სამყარო კოლუმბიის“ კრეატიული დირექტორია.

ანდრეა დელ ვალს პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის სტილისტი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა ბრალდებას წაუყენებენ მას. ჩხუბის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. საფრანგეთის პოლიციას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.