ავტორი:

პრეზიდენტი, რომელმაც მოწინააღმდეგეები შეჭამა - კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დესპოტი ლიდერის ცხოვრება და აღსასრული

პრეზიდენტი, რომელმაც მოწინააღმდეგეები შეჭამა - კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დესპოტი ლიდერის ცხოვრება და აღსასრული

უგანდის დიქტატორი იდი ამინი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ და დესპოტ ლიდერად ითვლება. მისი სრული ტიტული ასე ჟღერს: "მისი აღმატებულება, სამუდამო პრეზიდენტი, ფელდმარშალი ალ-ჰაჯი, დოქტორი იდი ამინი, დედამიწის ყველა ცხოველისა და ზღვის თევზების მბრძანებელი, ბრიტანეთის იმპერიის დამპყრობელი სრულიად აფრიკაში და კერძოდ, უგანდაში, შოტლანდიის უგვირგვინო მეფე!..".

მკვლევარები წერენ, რომ ის იყო ექსცენტრული და ეგზოტიკური ეგოცენტრიკი, ძალიან დამაჯერებელი და ზოგჯერ მომხიბვლელიც კი. თუმცა ამ ყველაფერს მისთვის ხელი არ შეუშლია, "უგანდის ჯალათი" გამხდარიყო.

  • "უგვირგვინო მეფე"

მის მრავალრიცხოვან თვითმინიჭებულ ტიტულებს შორის განსაკუთრებით აბსურდული იყო ერთი: "შოტლანდიის უგვირგვინო მეფე". ამინმა არაერთხელ განაცხადა შოტლანდიის ინგლისელებისგან გათავისუფლების განზრახვის შესახებ, გარშემომყოფებს აიძულებდა შოტლანდიური მუსიკა მოესმინათ, ხოლო საუდის არაბეთის მეფის დაკრძალვას კილტით დაესწრო.

1975 წელს იდი ამინმა შეერთებულ შტატებს ომი გამოუცხადა. თუმცა ვაშინგტონმა პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ დიქტატორმა ომი დასრულებულად და ამერიკა დამარცხებულად გამოაცხადა.

  • უკიდურესად სასტიკი

იდი ამინი დაიბადა 1923 ან 1925 წელს. დედამისი მთელ უგანდაში ცნობილი ტრადიციული მკურნალი იყო. უზარმაზარი ფიზიკური ძალის მქონე ორმეტრიან გიგანტს უჭირდა აკადემიური განათლების მიღება -ზრდასრულ ასაკში წერა ძლივს ისწავლა, ამიტომ წარმატების საძიებლად სამხედრო სამსახური აირჩია. 1946 წელს ბრიტანეთის სამეფო მსროლელთა აფრიკულ პოლკს შეუერთდა. ოფიცერი ამინი ათი წლის განმავლობაში იბრძოდა სომალიში, კენიასა და უგანდაში, სადაც სადისტის რეპუტაციით სარგებლობდა. დაკავებულთა ცემისა და წამების გამო ის რამდენჯერმე ძლივს გადაურჩა სამსახურიდან გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ამინის უკიდურესმა სისასტიკემ ხელი შეუწყო მის წოდებრივ დაწინაურებას და ეფენდის ტიტულიც მოიპოვა - უმაღლესი წოდება ბრიტანეთის არმიაში, რომელიც შავკანიან მამაკაცს შეუძლია მიიღოს. გააგრძელეთ კითხვა