გვიან ღამით კიევზე რუსებმა მასშტაბური შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით ქალაქში შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დონეცკის რაიონში რუსების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა საერთო საცხოვრებელი სახლის სახურავზე და დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. მაშველები ამ დრომ აგრძელებენ მისი ჩაქრობის სამუშაოებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, თავდასხმამ განხორციელდა სკოლის შენობაზეც და მეორე სართულზე ხანძარი გამოიხვია, თავდასხმა იყო ერთ-ერთ ბიზნეს-ცენტრზე, ბაზარზე და 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, სადაც სავარაუდოდ, 1 ადამიანი დაიღუპა.



კიევის საქალაქო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ, განაცხადა, რომ ქალაქში 40-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.