თეთრ სახლთან ახლოს მოქალაქემ საიდუმლო სამსახურის აგენტებს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, სროლის დროს დაიჭრა ერთი გამვლელი. თავდასხმისას არც ერთი ოფიცერი არ დაშავებულა.
მედიის ცნობით, ამერიკის დაზვერვისთვის მსროლელი ცნობილი იყო და მასზე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რევოლვერს ატარებდა. როგორც NYpost წერს, მას სჯეროდა, რომ იესო ქრისტე იყო.
თეთრ სახლთან დაახლოებული პირის ინფორმაციით. ნასირ ბესტმა 2025 წელს თეთრ სახლში შეღწევა სცადა, თუმცა ის დააკავეს. ამ ამბის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა. წყაროს თქმის, ბესტი 18 თვეა რაც ვაშინგტონში ცხოვრობს.
სროლის დროს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა.