ავტორი:

"ტვინი ნუ წაიღეთ ამ სრულიად იდიოტური არგუმენტით - “იმდენი სხვა მძიმე დაავადების მქონე ბავშვი თუ მოზრდილია, რომლებსაც ასევე ჭირდება დაფინანსება” - რას წერს მაია ბუწაშვილი?

"ტვინი ნუ წაიღეთ ამ სრულიად იდიოტური არგუმენტით - “იმდენი სხვა მძიმე დაავადების მქონე ბავშვი თუ მოზრდილია, რომლებსაც ასევე ჭირდება დაფინანსება” - რას წერს მაია ბუწაშვილი?

"როგორც ოჯახის წევრების სხვადასხვა ვიდეოში მოვისმინე, ამ ბავშვების მოვლას კიდევ უამრავი ხარჯი აქვს, რაც ოჯახის გასაწევია.კი, სხვებსაც სჭირდებათ და იმათაც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. აა, ამდენი არ შეუძლია საქართველოსნაირ გაძვალტყავებულ ქვეყანას?" - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მაია ბუწაშვილი:

  • "ტვინი ნუ წაიღეთ ამ სრულიად იდიოტური არგუმენტით - “იმდენი სხვა მძიმე დაავადების მქონე ბავშვი თუ მოზრდილია, რომლებსაც ასევე ჭირდება დაფინანსება”. ანუ რომ გადავთარგმნოთ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე ამხელა თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს, როცა კიდევ ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანია მისახედი.

დიახ, იმ სხვებსაც უნდა მივხედოთ.

ამ ხალხმა ხმა ამოიღო და მოითხოვენ შვილებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას. როგორც ოჯახის წევრების სხვადასხვა ვიდეოში მოვისმინე, ამ ბავშვების მოვლას კიდევ უამრავი ხარჯი აქვს, რაც ოჯახის გასაწევია.კი, სხვებსაც სჭირდებათ და იმათაც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო.

აა, ამდენი არ შეუძლია საქართველოსნაირ გაძვალტყავებულ ქვეყანას?

რა ვიცი, ეკონომიკა დუღს და ნახტომებით წინ მიდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რა გვაქვს ევროპისთვის სახვეწარიო, გვეუბნებიან.ევროკავშირში ზუსტად იმიტომ გვინდა, რომ ქუჩაში სამათხოვრო არ ჰქონდეს მშობელს შვილის წამალი და ქვეყანაში მთავარი სამსჯელო თემა ხორცის და კვერცხის ფასი არ იყოს.

იმ ევროკავშირში, სადაც მარტო თავისებს კი არ უვლიან, ჩვენი აყვავებული ქვეყნიდან ჩასულ უამრავ გაჭირვებულ პაციენტსაც მკურნალობენ.

ეს გულისამრევი არგუმენტი კი, რითაც პოსტი დავიწყე, სხვადასხვა ათწლეულში მომისმენია სხვადასხვა ჩინოვნიკებისგან ჯერ აივ ინფექციის, მერე C ჰეპატიტის მკურნალობაზე როცა მიდიოდა მსჯელობა და როცა არასამთავრობო ორგანიზაციები და პაციენტები ითხოვდნენ მკურნალობას. მაგ ისტორიებს სადმე ცალკე მოვყვები", - წერს მაია ბუწაშვილი.