აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება "ძირითადად მოლაპარაკებულია“ და რომ ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება.
მისი თქმით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და მშვიდობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით "ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ საუდის არაბეთის პრეზიდენტ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ემირ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანისთან, პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ ტანისთან და კატარის მინისტრ ალი ალ-თავადისთან, ფელდმარშალ საიდ ასიმ მუნირ აჰმედ შაჰთან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან, იორდანიის მეფე აბდულა II-თან და ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფასთან.
"ცალკე, სატელეფონო საუბარი მქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსთან, რომელმაც ასევე ძალიან კარგად ჩაიარა.
შეთანხმების საბოლოო ასპექტები და დეტალები ამჟამად განიხილება და მალე გამოცხადდება. შეთანხმების სხვა მრავალ ელემენტთან ერთად, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე“, - აღნიშნა ტრამპმა.